ისრაელში კვლავ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ომის მეექვსე დღეს ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1200-ზე მეტია, ღაზაში კი 950-ს აღწევს . ჰამასის ტყვეობაში 100-ზე მეტი ისრაელელი რჩება. ტერორისტული დაჯგუფება საპასუხო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძველების მოკვლით იმუქრება. ისრაელს მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო საზოგადოება. რა ვითარებაა ამ დროისთვის ისრაელში და რა გამოხმაურებები მოყვა მიმდინარე ომს საერთაშორისო ლიდერების მხრიდან.