მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ამ წუთებში კი ორი ქვეყნის პრემიერები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. ფაქტს უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები. სახელისუფლებო გუნდი ამბობს რომ ორბანის ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციას დამატებით სტიმულს მისცემს. ოპოზიცია კი ორბანის პოლიტიკურ გემოვნებაზე ამახვილებს ყურადღებას.