ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი, ხვალ ნატო-ელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ავრცელებს.
„ხვალ ჩვენ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ვიდეოზარის საშუალებით, ისრაელში არსებულ ვითარებას გაგვაცნობს.
მოკავშირეებმა დაგმეს ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები და ჩვენ მოუთმენლად ველით თავდაცვის მინისტრთან საუბარს“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დაწყების წინ.