უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ფრონტზე ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლას აგრძელებს.
”რუსეთი ცდილობს კონტრშეტევას, მაგრამ უშედეგოდ და ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ნაბიჯ-ნაბიჯ. ისე სწრაფად ვერ მივიწევთ წინ, როგორც გვსურდა ან როგორც ვიმედოვნებდით“, - აღნიშნა ზელენსკიმ France 2-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, დროის გაჭიანურებას რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, ამიტომ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ უკრაინას დახმარება შეფერხდეს.