ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის. საქალაქო სასამართლოში „მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება კობახიძის განცხადებას, რითაც მან ლელოს ლიდერი წინა ხელისუფლების დროს ბიზნეს რეკეტში დაადანაშაულა.