ისრაელში კვლავ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ომის მეექვსე დღეს ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1200-ს, ღაზაში კი 900-ს აჭარბებს. გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის ძალებმა ღაზაში 200-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში. ჰამასის ტყვეობაში 100-ზე მეტი ისრაელელი რჩება, ტერორისტული დაჯგუფება საპასუხო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძველების მოკვლით იმუქრება. ისრაელს მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო საზოგადოება.