საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა და მეორე ვარჯიში გამართა. ვილი სანიოლის გუნდმა, პირველ დღის შემდეგ სრული შემადგენლობით ივარჯიშა და ტაილანდთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადების პროცესს სრული დატვირთვით შეუდგა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში ტაილანდს დაუპირისპირდება, 15 ოქტომბერს კი, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.
ვარჯიშის დასრულების შედმეგ, მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ საქართველოს ნაკრების და ფრანგული „ბორდოს" ნახევარმცველმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.