ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავარ გამოწვევად კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა რჩება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი “ქართული ოცნების” ანტიდასავლური კურსის მხილებად მიიჩნევს. მმართველი პარტიის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძის გავლენებისაგან გათავისუფლება ხელისუფლების ვიწრო პარტიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რაც ვენეციიის კომისიამაც ნათლად დაინახა. მათივე განმარტებით, რეფრმებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე სრული პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, რადგან მისი ხელისუფლების მთავარი საყრდენი სწორედ კონტროლირებადი სასამართლოა.