ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი საზგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი ავრცელებს.
Kan-ის ცნობით, დაღუპულებს შორის, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეებია.
ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, ხოლო 4 250 ადამიანი დაჭრილია.