რუსეთში, კემეროვოს რეგიონში ქვანახშირის მაღაროში ხანძარი გაჩნდა. კომპანია „ევრაზმა“, რომელიც რუსეთის ფოლადის წარმოებას აკონტროლებს მაღაროდან მუშების ევაკუაციის ბრძანება გასცა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან და მათ შენობის დატოვება დროულად შეძლეს. რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში მაღაროში 250-ზე მეტი მაღაროელი იმყოფებოდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.