სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბიშკეკში დაგეგმილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს ვერ დაესწრება. მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით გაიმართა და პოლიტიკოსებმა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს მოახლოებული შეხვედრა, განიხილეს, რომელიც ბიშკეკში, 13 ოქტომბერს იმართება.