თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის პროცესი უკვე დასრულდა. აღნიშნულ საქმეზე ჩვენება გამომძიებლებმა და პოლიციის ორმა თანამშრომლმა მისცა. როგორც საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ამასთან, მათ დაადასტურეს, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე იმყოფებოდა ზურა გირჩი ჯაფარიძეც, რომლიც ირწმუნება რომ სამართალდამცავებმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცეს.