ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.ი „ლიდერის“ ასლან ბჟანიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. ბჟანიამ თბილისთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას. კიდევ რაზე ისაუბრა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა და რა პასუხი აქვთ მმართველ პარტიაიში ბჟანიას განცხადებაზე, ცარო კირვალიძის სიუჟეტში ნახავთ.