საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების ნაწილი შესრულებული არ არის- ვენეციის კომისიამ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მთავარ შეუსრულებელ რეკომენდაციად კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა რჩება. თუმცა საკითხის ინიციატორი ანრი ოხანაშვილი საპირისპიროს ამტიცებს და აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა რომ საქართველოს პარლამენტმა სრულად მიიღო მხედველობაში ყველა რეკომენდაცია. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი ტრადიციულად სასამართლო კლანის არსებობაზე საუბრობენ და ამბობენ მურუსიძის სასამართლოში ვერანირი რეფორმა ვერ განხორციელდება. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით რომელი რეკომენდაციები შეასრულა ან არ შეასრულა მმართველმა გუნდმა და რა შეფასებები კეთდება დეპუტატების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცბობს.