ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირება მეოთხე დღეა გრძელდება. ორმხრივ ავიაიერიშებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ცოტა ხნის წინ „ჰამასმა“ საჰაერო იერიში ისრაელის ქალაქ აშკელონზე განახორციელა. სირენების ხმა ისმის სხვა ქალაქებშიც. დასავლეთის ქვეყნები მხარდაჭერას ისრაელს უცხადებენ და „ჰამასის“ ქმედებებს გმობენ. რადიკალური დაჯგუფების მთავარი მხარდამჭერი კი ირანია. რა ხდება ისრაელში სისხლიანი კონფლიქტის მე-4 დღეს ბექა ბერიაშვილის სიუჟეტში ვნახავთ.