პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა წარადგინეს. ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ განათლების სფეროში მასშტაბური ინვესტიციების ჩადება დაიწყო. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების მოზიდვა რჩება.