საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი − ვიქტორ ორბანი ეწვია. ის თბილისში მეუღლესთან - ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ასევე უნგრეთში საქართველოს ელჩი - თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი - ანა მარია შიკო დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების ლიდერები მედიისთვის ერთობლივ ბრიფინგსაც ჩაატარებენ.