ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციამ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა დაგმო. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. მსგავსი რეზოლუციის შექმნას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვს. რას ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რა პოზიცია აქვთ მათ ოპონენტებს.