ვენეციის კომისიამ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, რომ მთავარ შეუსრულებელ რეკომენდაციად კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლის მომცველი რეფორმა რჩება. ამ საკითხს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ. მმართველი პარტიის წევრები კვლავაც ვერ ხედავენ სასამართლოს მიმართულებით არსებულ პრობლემებს, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები ისევ სასამართლოს კლანზე საუბრობენ.