საქართველოდან ევროკავშირში 800 ტონა მოცვი გავა - ამის შესახებ საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ევროკავშირში ქართული მოცვის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას გასულ კვირას მადრიდში გამართულ Fruit Attraction 2023-ზე მიაღწიეს. ასოციაციასა და გერმანულ მხარეს შორის მემორანდუმი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა. ორგანიზაციის დახმარებით, მიმდინარე წლის დასაწყისში მოცვის საცდელი პარტია გერმანიაში შეიტანეს და ის სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდა. საქართველოს ცივი შენახვისა და ლოგისტიკის ასოციაციის მონაცემებით, საქართველოში 118 ცივი საწყობი ფუნქციონირებს. გასულ სეზონზე ასოციაციამ მიიღო ზომები ეფექტური ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მგზავრობის დრო და დანიშნულების ადგილს მაქსიმუმ 6 დღეში მიაღწიოს. ეფექტური ტრანსპორტირებისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წყალობით, ექსპორტმა შესაძლოა, კვირაში 70 ტონას მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ ქართული მოცვის თიმის 94% ექსპორტზე რუსეთში გადის, რომელსაც წამყვან იმპორტიორ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ზრდა აქვს. ამას ორი მიზეზი აქვს: უკრაინასთან ომის გამო ის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება და მეორე, რუსეთს ზოგადად უკიდურესად არასტაბილური ბაზარი აქვს. აქედან გამომდინარე, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია მწარმოებლებს საშუალებას მისცემს ბიზნესის სტაბილურობა და მდგრადი მოგება უზრუნველყონ.