საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 108.2%-ით ანუ 176.1 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წელს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 220 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2023 წლის 9 თვის გეგმებს გადააჭარბეს. მაგალითად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 1 მილიარდ 492 მილიონი ლარი დახარჯა, გეგმის 109%-ია. ხოლო ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ კი 309 მილიონი ლარი დახარჯა შესააბამისი ინფრატრუქტურული პროექტებისთვის