იანვრიდან 192 ათას მოქალაქეს შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს - პროფკავშირების ინიციატივაზე პარლამენტი იმსჯელებს. ცნობისთვის, პროფკავშირების გაერთიანებამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივა შეიტანა.პროფკავშირების ინფორმაციით, მინიმალური ხელფასი საქართველოში 1999 წელს განისაზღვრა და თვეში მხოლოდ 20 ლარს შეადგენს. ეს თანხა ქვეყნის საარსებო მინიმუმზე 12,5-ჯერ, ხოლო საშუალო ხელფასზე 80-ჯერ ნაკლებია.შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს „საქსტატის“ მიერ დაანგარიშებული წლიური საშუალო ხელფასის 40%-მდე. ცნობისთვის, საქსტატის 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასმა 1591.8 ლარი შეადგინა. შესაბამისად, თუ პროფკავშირის ინიციატივა დამტკიცდება ამ მონაცემებით მინიმალური ხელფასი ქვეყანაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულისთვის თვეში 636 ლარი, ხოლო არასრულ განაკვეთზე დასაქმებულისთვის საათში 3.70 ლარი უნდა იყოს.