საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას ამჯერად საქართველოს საკრებულოს წევრები გაეცნენ. ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ თუ როგორ მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიები და როგორ ჩატარდება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები. მსგავსი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება სხვადასხვა უწყებებსა და რეგიოენბშიც იგეგმება.