ისრაელი, „ჰამასის“ მხრიდან თავდასხმის საპასუხოდ, ღაზის სექტორის მიმართულებით სარაკეტო იერიშებს განაგრძობს. გამთენიისას ისრაელის არმიამ „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ათობით ობიექტს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ერთ-ერთი გვირაბი, რომელსაც ისრაელმა შეუტია, ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმისთვის გამოიყენა. თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ამ დროისთვის მათმა სამხედროებმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს. მისივე თქმით, საბრძოლო-საინჟინრო ჯარები საზღვრის მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობენ.