ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თეირანი ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში ჩართული არ ყოფილა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, მისი თქმით, მიესალმება ისრაელის თავდაცვისა და დაზვერვის სამსახურების „გამოუსწორებელ მარცხს“ და ასევე მათ, ვინც ისრაელზე თავდასხმა დაგეგმა.
„ხელებზე ვეამბორებით მათ, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა“, - აღნიშნა ხამენეიმ.