ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. ამ დროისათვის დაკაგულად 500-ზე მეტი ადამიანი ითვლება, შერსაბამისად, მიწისძვრის მსხვერლთა რიცხვი დიდი ალბათობით, გაიზრდება. „თალიბანი“ კი განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 2 400 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში 6 მთელი 3 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს მოხდა. სტიქიურმა უბედურებამ ჰერათის პროვინციაში რამდენიმე სოფელი მთლიანად გაანადგურა. მიწისძვრის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის რადიუსში თითქმის ყველა შენობა განადგურდა.