პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ აცნობა „ალ-ნასრის“ ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ სურს საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტის 2027 წლამდე გაგრძელება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ალი ალ-ჰარბიმ დაწერა.
წყაროს ცნობით, 38 წლის ფორვარდი გეგმავს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშს „ალ-ნასრის“ ფეხბურთელის რანგში, რის შემდეგაც დაასრულებს პროფესიულ კარიერას.
შეგახსენებთ, რომ რონალდო „ალ-ნასრში“ ამა წლის იანვარში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. საუდის არაბეთის მიმდინარე ჩემპიონატში პორტუგალიელმა რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.