საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 12 ოქტომბერს „ჯვაროსნები“ ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს დაუპირისპირდებიან, ხოლო 15-ში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავენ. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. მოახლოებულ შეხვედრებზე, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაზე და ფეხბურთელთა ფიზიკურ კონდიციებზე მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.