კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარს ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა და მონაწილეებს რეპორტინგის, ასევე, ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების გაშუქების შესახებ მისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს ის მეთოდები, რომლებიც ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერისთვის არის საჭირო.