ისრაელმა, შაბათის შემდეგ, ღაზას სექტორში 1 707 სამიზნეს დაარტყა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს 475 სარაკეტო სისტემაზე, 73 სამეთაურო ცენტზე, 23 სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტსა და 22 მიწისქვეშა სამიზნეზე.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ შაბათს ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელი თავდასხმა დაიწყო, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა. ისრაელის და პალესტინის ოფიციალური უწყებების ცნობით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს, ღაზაში - 560-ს.