ძლიერმა ქარმა ვაჟა-ფშაველაზე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლების ავტომობილები დააზიანა - დაზიანებულია რვა ავტომობილი. კედლის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერმა ქარმა ვაჟა-ფშაველაზე იმ კორპუსის კედელი ჩამოშალა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, წლების წინ „ცენტრ პოინტი“ აშენებდა. მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ კორპუსს დაახლოებით ორი წლის განმავლობაში დემონტაჟი უტარდებოდა, თუმცა დემონტაჟის განმახორციელებელი კომპანიები პერიოდულად იცვლებოდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ ქარიან ამინდში სხვა დროსაც ხშირად იყო სამშენებლო მასალის ცვენის ეპიზოდები, თუმცა ასეთი მასშტაბური აქამდე არ ყოფილა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაზიანებული მანქანებიდან დაზღვეული არცერთი იყო.