საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი მიიღო. მხარეებმა ისრაელში განვითარებული მოვლენები განიხილეს. დარჩიაშვილმა ისრაელელ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული შეტევა. გარდა ამისა, დარჩიაშილმა ისრაელელ დიპლომატს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა. შეხვედრაზე მხარეებმა ყველა აქტუალურ საკითხზე არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ხაზი გაუსვეს.