ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაპირისპირებას 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერისებს 700-მდე პირი ემსხვერპლა. ცოტა ხნის წინ განცხადება დაჯგუფება "ჰამასის“ წევრებმა გაავრცელეს. დაჯგუფებაში ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ, მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრებიან. „ჰამასის“ ცნობით, მათ 100-ზე მეტი მძევალი ჰყავთ. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა. მისი თქმით, ისრაელი ახლა ეგზისტენციურ ომში იმყოფება და ქვეყანა საკუთარ მოსახლეობას აუცილებლად დაიცავს.