სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატრულ-ინსპექტორი ჯგუფურ ძალადობაში ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, ქ. ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკების დროს, ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც მიაყენა. დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.