პარლამენტში დღეს ოპოზოციონერმა დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - გიორგი კაკაურიძეს მოუსმინეს, რომელმაც კანონმდებლებს 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია გააცნო. ხელისუფლების ოპონენტები ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებენ, რადგან დოკუმენტში ასახული ცვლილებები, მათი შეფასებით, მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს. დეპუტატებმა დღეს გიორგი კაკაურიძეს ხელისუფლების ის დაპირება გაახსენეს, რომელიც ქამრების შემოჭერას უკავშირდებოდა. მათი თქმით ეკონომიკური ზრდა, რომელზეც მთავრობა მუდმივად აპელირებს, მხოლოდ და მხოლოდ ჩინოვნიკებზე აისახება. ფინანსთა მინისტირის მოადგილემ კი დეპუტატებს დღეს განუმარტა, თუ რატომ არ გაიზიარეს კანონმდებელების ინიციატივები ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.