მმართველი პარტია და ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში არიან. თუ კი მოვლენები ოპოზიციის პროგნოზების მიხედვით განვითარდება და საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მისამართით გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრაზე ოპოზიცია ე.წ ვერდიქტის ღილაკზე ხელის დაჭერას არ აპირებს. მმართველი გუნდის ოპონენტები თვლიან რომ ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერს, ის იმპიჩმენტს ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციას გამოუცხადებს. ქართულ ოცნებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პოზიციური დასკვნის მოლოდინი აქვთ. კენჭისყრისთვის კი გუნდში, ვინმეს აზრის შეცვლას არ ელიან, თუმცა ოპოზიციის ხმებზე იმედებს არ ამყარებენ.