მმართველმა გუნდმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის მოქმედ რეგლამენტში შესატანი ცვლილებები ოფიციალურად დააინიცირა. მოქმედ რეგლამენტში ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა ფარული კენჭისყრის წესის ცვლილებამ გამოიწვია. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ რომ ღია კენჭისყრით ზედმეტი ღელვა და მოთქმა დეპუტატებს შორის ერთხელ და სამუდაომოდ დასრულდება. კიდევ რა ცვლილებები შედის პარლამენტის მოქმედ რეგლამენტში და რა განცხადებები კეთდება აღნიშნული საკითხის ირგვლივ დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.