ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრის საქმეზე“ მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამავდროულად, სასამართლოს ეზოში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროცესს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო და სიტყვითაც გამოვიდა.