კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სასამართლო რეფორმის ხედვა წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წლების განმავლობაში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, ქართული სასამართლო სისტემა კვლავ ფუნდამენტური გამოწვებების წინაშე დგას და ლეგიტიმაციისა და ნდობის მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის. აქამდე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები რეფორმის მხოლოდ ფასადურ მცდელობად შეფასდა. ასევე აღინიშნა, რომ მთავარი საკითხი, რომელიც სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციასა და არაფორმალურ გავლენებთან გამკლავებას გულისხმობს, კვლავ გალოწვევად რჩება.