მმართველ პარტიას პარლამენტის მოქმედ რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს, რომელიც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დაინიცირდება. ოპოზიციის კრიტიკა ფარული კენჭისყრის წესის ცვლილებამ გამოიწვია. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ღია კენჭისყრით ზედმეტი ღელვა და მოთქმა დეპუტატებს შორის ერთხელ და სამუდაომოდ დასრულდება. კიდევ რა ცვლილებები შედის პარლამენტის მოქმედ რეგლამენტში და რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით დეპუტატები.