8 ოქტომბერს ესპანეთის ქ. ბარსელონაში „თბილისობა - 2023“ გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, წმინდა ნინოს სამრევლოს ხელმძღვანელმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა და ბარსელონას მერიის კომისარმა დიასპორების, კულტურისა და რელიგიურ საკითხებში. მათ ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ღონისძიება, რომელიც უკვე მეორე წელია, რაც ბარსელონაში იმართება, საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ღონისძიების ფარგლებში წამოდგენილი იყო საქართველოს რეგიონების ინსტალაციები. სტუმრებს შეეძლთ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ხელოვნებასა და ფოლკლორს.