სამხედროებს „ჯარის ქალაქში“ ბინები გადაეცათ. „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული პროექტი 2020 წელს დაიწყო.
ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების სამხედროები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ. მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39-ი კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა.