დღეს, „7 ნოემბრის საქმეზე“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება. აღნიშნული სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. დაესწრება თუ არა მესამე პრეზიდენტი აღნიშნულ პროცესს დისტანციურად.