ისრაელში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება. ისრაელის სამხედრო ავიაცია ღაზას სექტორზე საპასუხო დარტყმებს აგრძელებს. სამიზნეებს შორის, რამდენიმე სამეთაურო პუნქტი და ჰამასის სამეთაურო ცენტრია. ისრაელის ცნობით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რიცხვი კი 2 200-ს აღემატება. ღაზას სექტორში კი აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა, 2300 კი დაიჭრა. “ჰამასი” აცხადებს, რომ მძევლად 130 ისრაელელი აიყვანეს და მათ შორის ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალი თანამდებობის პირებიც არიან. როგორია ისრაელის პოზიცია და რას ამბობენ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები.