ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და „ჰამასის“ შეიარაღებულ პირებს შორის სამხრეთ ისრაელში ღაზას სექტორის მახლობლად 7-8 ლოკაციაზე კვლავ ბრძოლა მიმდინარეობს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ღაზაში 1 000-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს.
„ამ ოპერაციის ფარგლები სრულიად განსხვავებულია. იმაზე მეტი დროა საჭირო, ვიდრე ველოდით, რომ ყველაფერი თავდაცვით, უსაფრთხოების მდგომარეობას დაუბრუნდეს“, - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა ბრიფინგზე.