კომუნიკაციების კომისიამ, “მედიის გასაღების” პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის კინოჩვენება გამართა. კინოჩვენების შემდეგ, მოზარდებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, გაიმართა დისკუსია თემაზე “ფილმები, როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარების ინსტრუმენტი“. “მედიის გასაღები” ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელშიც ფილმების შესახებ პროფესიონალი ფსიქოლოგებისა და კინომცოდნეების მიერ შემუშავებული ინფორმაციაა განთავსებული. პლატფორმა ხელს უწყობს მოზარდებს განივითარონ კრიტიკული აზროვნება და შეაფასონ მედია პროდუქტის მთავარი სათქმელი.