საქართველოში ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი დასრულდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია. საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებმა შუა დერეფნის განვითარების საკითხი და სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკასთან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას ხელს შეუწყობს და რეგიონის სამივე ქვეყანას კეთილდღეობას მოუტანს.