საზოგადოებრივმა გაერთიანებამ - “ევროპულმა პარადიგმამ”, მრგვალი მაგიდის ფორმატში რიგით მესამე შეხვედრა გამართა, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, კულტურის სფეროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ხელისუფლების ოპონენტების საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებაა, რაც პრორუსული რეჟიმის დასრულების აუცილებელი წინაპირობაა. მათივე განმარტებით, საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებამდე იფუნქციონირებს.