რუსების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 9 თვის ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. მათი ცნობით, რუსული არმია ბომბავდა ქალაქსა და მარჯვენა სანაპიროს დასახლებულ პუნქტებს. ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ საცხოვრებელი კვარტლები იყო. დაზიანდა სახლები, მანქანები, გაზის ქსელები.