Reuters-ის ცნობით, ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი კი 9000-ს აღემატება. ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრები ქალაქ ჰერატის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 35 კმ-ში დაფიქსირდა. მათგან ერთ-ერთი 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.